წესები და პირობები
ქუქი-ფაილები.
აქ წერია, რომელი ქუქი-ფაილები სჭირდება საიტის მუშაობას, როგორ ირთვება არჩევითი ანალიტიკა და როგორ შეცვალო შენი არჩევანი.
ბოლო განახლება:
მოკლედ
ქუქი-ფაილი პატარა ჩანაწერია, რომელსაც საიტი შენს ბრაუზერში ინახავს. ორი აუცილებელი ქუქი-ფაილი ანგარიშში შესვლას ემსახურება. Google Analytics-ის ქუქი-ფაილები მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ ემატება.
ანალიტიკაზე უარი საიტის გამოყენებას არ შეგიზღუდავს. არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია გვერდის ბოლოში, „ანალიტიკის პარამეტრებიდან“.
სესიის ქუქი-ფაილი
ის ჩნდება მაშინ, როცა რეგისტრაციას ასრულებ ან ანგარიშში შედიხარ.
- სახელი
fusfusi_session- რისთვის არის
- რომ საიტმა გიცნოს და ყოველ გვერდზე პაროლი თავიდან არ გკითხოს.
- რა წერია შიგნით
- შემთხვევითი გასაღები. მასში არ არის არც შენი სახელი, არც ელფოსტა, არც პაროლი. სერვერზე ამ გასაღების მხოლოდ ჰეში ინახება.
- რამდენ ხანს რჩება
- 30 დღე, ან სანამ ანგარიშიდან არ გამოხვალ.
- ვინ კითხულობს
- მხოლოდ ფუსფუსის სერვერი. გვერდის სკრიპტებისთვის ის მიუწვდომელია (HttpOnly) და მხოლოდ დაშიფრული კავშირით იგზავნება (Secure).
- სხვა საიტებიდან
- სხვა საიტიდან გამოგზავნილ ფორმას ეს ქუქი-ფაილი არ მიჰყვება (SameSite=Lax).
პაროლის შეცვლისას ძველი სესიები წყდება და ეს ქუქი-ფაილი ახლით იცვლება.
ნაცნობი ბრაუზერის ქუქი-ფაილი
ისიც მაშინ ჩნდება, როცა რეგისტრაციას ასრულებ ან ანგარიშში სწორი პაროლით შედიხარ. თუ ვინმე შენი ანგარიშის პაროლის გამოცნობას ბევრჯერ შეეცდება, ფუსფუსი ამ ანგარიშში შესვლის მცდელობებს დროებით ზღუდავს. ბრაუზერს, რომლითაც ამ ანგარიშში უკვე შესულხარ, ეს შეზღუდვა არ ეხება: სხვისი მცდელობების გამო შენ გარეთ არ რჩები.
- სახელი
fusfusi_device- რისთვის არის
- რომ შესვლისას ფუსფუსმა იცნოს ბრაუზერი, რომლითაც ამ ანგარიშში უკვე შესულხარ.
- რა წერია შიგნით
- შემთხვევითი რიცხვი და ბეჭედი, რომელსაც მხოლოდ ფუსფუსის სერვერი ამოწმებს. მასში არ არის არც შენი სახელი, არც ელფოსტა, არც პაროლი. სერვერზე ამ რიცხვის მხოლოდ ანაბეჭდი ჩნდება, ერთი საათით, შესვლის მცდელობების დასათვლელად.
- რამდენ ხანს რჩება
- 90 დღე ამ ბრაუზერით ბოლო შესვლიდან. ანგარიშიდან გამოსვლისას არ იშლება; პაროლის შეცვლის შემდეგ ძალას კარგავს.
- ვინ კითხულობს
- მხოლოდ ფუსფუსის სერვერი, და მხოლოდ შესვლის ფორმის გაგზავნისას. ბრაუზერი მას მხოლოდ შესვლის გვერდის მისამართზე აგზავნის, სხვა გვერდებზე არა. გვერდის სკრიპტებისთვის ის მიუწვდომელია (HttpOnly) და მხოლოდ დაშიფრული კავშირით იგზავნება (Secure).
- სხვა საიტებიდან
- სხვა საიტიდან გამოგზავნილ ფორმას ეს ქუქი-ფაილი არ მიჰყვება (SameSite=Lax).
ამ ქუქი-ფაილით არავინ ადევნებს თვალს, რას აკეთებ საიტზე: შესვლის ფორმის გარდა მას არაფერი იყენებს.
პარამეტრები, რომლებსაც ბრაუზერი იმახსოვრებს
შემდეგი არჩევანი ბრაუზერის მეხსიერებაში (localStorage) ინახება. ეს ქუქი-ფაილები არ არის და ავტომატურად სერვერს არ ეგზავნება.
fusfusi:theme- ღია ან მუქი თემა. იწერება მაშინ, როცა თემას თავად გადართავ.
fusfusi:analytics-consent- ანალიტიკაზე თანხმობა ან უარი, 180 დღით. ვადის გასვლის შემდეგ არჩევანს თავიდან გთხოვთ.
fusfusi:video-volume- ხმის დონე და ის, დადუმებულია თუ არა ხმა ფუსფუსზე ატვირთულ ვიდეოში. იწერება მაშინ, როცა ხმას შეცვლი.
fusfusi:progress:…- ვიდეოს ყურების ადგილი. 90 დღეზე ძველი ჩანაწერი გაგრძელებისთვის აღარ გამოიყენება.
fusfusi:notes:…- ვიდეოზე შენი პირადი ჩანაწერები, ანგარიშისა და ვიდეოს მიხედვით. რჩება, სანამ ფლეიერში წაშლი ან ბრაუზერის მონაცემებს გაასუფთავებ. სხვა მოწყობილობაზე არ გადადის და ანგარიშიდან გამოსვლისას არ იშლება.
არჩევითი ანალიტიკა
თანხმობის შემდეგ Google Analytics გვეხმარება ვიზიტებისა და გვერდების კატეგორიების ნახვების დათვლაში. მანამდე Google-ის ანალიტიკის სკრიპტი არ იტვირთება და ანალიტიკის მონაცემები არ იგზავნება.
Google-ის ქუქი-ფაილები _ga და _ga_… ბრაუზერს შემთხვევითი იდენტიფიკატორით არჩევს. მათი ვადა 90 დღეა და ვიზიტისას შეიძლება განახლდეს. უარის არჩევისას ამ ქუქი-ფაილებს ვშლით და გაზომვას ვწყვეტთ.
ანგარიშის სახელს, ელფოსტას, შეტყობინებებს, საძიებო ტექსტსა და ფორმებში შეყვანილ მონაცემებს Analytics-ში არ ვაგზავნით. პოსტებისა და სივრცეების მისამართები მხოლოდ ზოგადი კატეგორიით იგზავნება, სათაურისა და იდენტიფიკატორის გარეშე. ანგარიშის მართვისა და პირადი გვერდები არ იზომება. სარეკლამო პერსონალიზაცია გამორთულია.
კავშირისას Google იღებს ტექნიკურ მონაცემებსაც, მაგალითად ბრაუზერისა და მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას. მეტი ინფორმაცია: Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩასმული ვიდეო
პოსტს შეიძლება ახლდეს YouTube-ის ან Vimeo-ს ვიდეო. ის ამ სერვისის საკუთარ ჩარჩოში იხსნება (YouTube-ის ვიდეო მისამართიდან youtube-nocookie.com) და მისი წესებით მუშაობს: რას ინახავს ეს სერვისი თავის ჩარჩოში, ფუსფუსი ვერ აკონტროლებს.
ფუსფუსზე ატვირთული ვიდეო ასეთ ჩარჩოს არ იყენებს: მას ჩვენი სერვერი გაწვდის.
როგორ წაშალო
- გამოსვლით. როცა ანგარიშიდან გამოდიხარ, სესია სერვერზე იშლება და სესიის ქუქი-ფაილიც ქრება. ნაცნობი ბრაუზერის ქუქი-ფაილი რჩება, სანამ ვადა არ გაუვა ან ბრაუზერიდან არ წაშლი.
- ბრაუზერიდან. ბრაუზერის პარამეტრებში იპოვე ქუქი-ფაილებისა და საიტის მონაცემების განყოფილება და წაშალე fusfusi.com-ის მონაცემები. ასე ქუქი-ფაილები და შენახული არჩევანიც წაიშლება.
თუ ბრაუზერში ქუქი-ფაილებს მთლიანად აკრძალავ, ფუსფუსის კითხვას შეძლებ, ანგარიშში შესვლას კი ვერა.
რა მონაცემს ვინახავთ სერვერზე, წერია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
როგორ დაგვიკავშირდე
ამ გვერდზე კითხვა თუ გაქვს, მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან ან ელფოსტით: support@fusfusi.com. წერილებს ფუსფუსის გუნდი კითხულობს.